კავკასიური სალამანდრა

კავკასიური სალამანდრა

კავკასიური სალამანდრა, (Mertensiella caucasica), წყალხმელეთა ცხო­ველი კუდიანი ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრ­ძე 19 სმ აღწევს, აქედან ნახევარზე მეტი კუდია. ზურგზე ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი კოპლები აქვს. გავრცელებულია ბორჯომის ხეობაში, მესხეთის ქედზე, აჭარაში. ბინადრობს ზ. დ. 2800 მ-მდე. არ გვხვდება რეგიონებში, სადაც ნალექები წელიწადში 1000 მმ-ზე ნაკლებია. ცხოვრობს ტყის ზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. დღისით იმალება ქვების ქვეშ, ნიადაგის ნაპრალებში, ბუჩქნარის ფესვებს შორის. იკვებება მწერებით, მატლებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. გადაადგილებისას მთელი ტანით იკლაკნება. ივნისში დებს 90-მდე კვერცხს. როგორც იშვიათი სახეობა, შეტანილია „სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში".

ა. ბუხნიკა­შვი­ლი