კავკასიური სურო

კავკასიური სურო

კავკასიური სურო (Hedera caucasigena, Pojark), მცოცავი ბუჩქი სუროს გვარისა. მოსაკიდი ფესვებით ხეებზე, კლკავკასიური სუროდეებზე, ხისა და ქვის კედლებზეა აყოლილი. აქვს დანაკვთული სამკუთხა, კვერცხისებრი ფოთლები, რ-ის ზედა მხა­რეზე თეთრი ძარღვებია. მარადმწვანე მცენარეა. ახალგაზრდა ტოტები შებუსვილია, ხანდაზმული კი – შიშველი. საკმაოდ გრძელყუნწიანი ტყავისებრი ფოთლები ყლორ­ტებზე მორიგეობითაა გაწყობილი, მომწვანო-მოყვითალო ყვა­ვილები აღმამდგომი მტევნის ცალკეულ ტოტებზე ქოლგებადაა შეკრებილი. მთელი ყვავილედი თეთრი ვარსკვლავისებრი ბეწვითაა მოფენილი. ყვავის გვიან ზაფხულზე (ხშირად სექტემბერში). 2–4 თესლიანი შავი ფერის მრგვალი კენკრა ნაყოფი გვიან შემოდგომით მწიფდება. მრავლდება თესლითა და კალმებით. მიწაზე მხოხავი ყლორტები ცალკეულ კვან­ძებში ფესვებს ივითარებს. ხეებსა და სხვა საყრდენ საგნებზე მცენარე დამატებითი ფესვებით საიმედოდ ემაგრება. ჩრდილის ამტანია, ამიტომ კარგად იზრდება ტყეებში როგორც საბურველქვეშ, მიწაზე გართხმული, ასევე ადვილად აღწევს ხეთა ვარჯებში. უპირატესად ტყის მცენარეა, მაგრამ ზოგან შიშველ კლდეებზედაცაა შეფენილი. ტენით უზრუნველყოფილ მდიდარ ნიადაგზე იზრდება ზ. დ. 1200 მ-მდე სიმაღლეზე. გავრცელებულია მთელ სა­ქარ­თველო­ში – იმე­რეთ­ში, რაჭა-ლუჩხუმში, აჭარაში, ქართლსა და თრიალეთში, აგრეთვე კავკასი­ის, შუა ევროპის, ხმელთაშუა­ზღვისპირეთის, მცირე აზიისა და ირანის ტყეებში. თაფლოვანი მცენარეა. გამოიყენება მედიცინაში.