კავკასიური ქაშაპი

კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus orientalis, Nordmann, 1840 – squalius cephalus, Linnaeus, 1758), თევზი კობ­რისებრთა ოჯახიდან (Squalius Bonaparte, 1837).

ვარიდან (Squalius Bonaparte, 1837). კ. ქ., როგორც დამოუკიდებელი სახეობა - Leuciscus orientalis ს (აფხაზეთის მდინარეებიდან) პირველად აღწერა ა. ნორდმანმა (1840), შემდეგ ფ. დე ფილიპიმ (1865) - Squalius turcicus (მდ. არაქისიდან). სა­ქართვ. წყლებში გავრცელებული კ. ქ. როგორც Squalius turcicus Filipi, სხვა ავტორებსაც ჰყავთ აღწერილი, ლ. ბერგი კავ­კა­სიაში მოგზაურობის (1909–10) დროს დარწმუნდა, რომ ნორდმანისა და ფილიპის მიერ ერთი და იგივე სახეობა იქნა აღწერილი და მას ქვესახეობის სტატუსი – Leuciscus cephalus orientalis Nordmann – მიაკუთვნა.

კ. ქ-ის სიგრ­ძე 50 სმ-მდეა, მასა – 1,5 კგ-მდე. სქესობრივად მწიფდება 2–3 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ნაყოფიერება აღწევს 15000–150000 ქვირითს. მტკნარი წყლის თევზია, ბინადრობს ქვაქვიშიან ადგილებში. იკვებება როგორც ცხო­ველური, ასევე მცენარეული საკვებით. საქარ­თვე­ლო­ში გავრცელებულია მდინარეებში: მტკვარი, ხრამი, არაგვი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, კინტრიში, სუფსა, ნატანები, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი; ტბებში: ჯანდარი, ფარავანი, საღამო, ბაზალეთი, პალიასტომი, ბებესირი; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისისა და სიონის; გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდი­ლოეთის, ბალტიის, შავი, თეთრი, ბარენცისა და კასპიის ­ზღვის აუზებში. მცირე სამეურნ. მნიშვნელობა აქვს. ბუნების კონსერვაციის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნ­ვას (LC).

ლიტ.: ნ ი ნ უ ა  ნ., ჯ ა ფ ო ­შ ვ ი ­ლ ი  ბ., ბ ო ჭ ო რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., სა­ქარ­თვე­ლოს თევზები, თბ., 2013; Э л а н и д з е  Р., Ихтиофауна рек и озер Грузии, Тб., 1983.

ნ. ნინუა