კავკასიური ღორჯო

კავკასიური ღორჯო

კავკასიური ღორჯო (Knipowitschia caucasica, Berg, 1916), თევზი, ღორჯოსებრთა ოჯახისა (Gobiidae Fleming, 1822), მიეკუთვნება ჯუჯა ღორჯოსებრთა გვარს (Knipowitschia Iljin, 1927). მაქს. სიგრ­ძე 5 სმ. ევრიჰალური სახეობაა; ბინადრობს მომლაშო წყლებში. გვხვდება მტკნარ­შიც. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 1 წლის ასაკიდან; მდედრი ზომით მამრზე დიდია. მრავლდება მარტიდან აგვისტომდე. ნაყოფიერება 220–500 ქვირითს აღწევს. იკვებება უხერხემლოებით, ძი­რითადად – კიბოსნაირებით; ­მტკნარ წყლებში – მწერების მატლებით. გავრცელებულია შავ, აზოვის, კას­პიისა და ეგეოსის ზღვებ­ში (შავ ზღვაში გვხვდე­ბა კავკასიის, რუმინეთის, ბულგარეთის სანაპიროებთან), ბოსფორის სრუტესა და მარმარილოს ზღვაში. ინტროდუცირებულია არალის ზღვა­ში. სამეურნ. მნიშვნელობა არა აქვს. ბუნების კონსერვაციის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).

ლიტ.: ნ ი ნ უ ა  ნ., ჯ ა ფ ო ­შ ვ ი ­ლ ი  ბ., ბ ო ჭ ო რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., სა­ქარ­თვე­ლოს თევზები, თბ., 2013; სა­ქარ­თვე­ლოს ცხოველთა სამყარო, ტ. 4, თბ., 1973.

ნ. ნინუა