კავკასიური ცაცხვი (Tilia caucasica, Rupr), ფოთოლმცვენი, 35 მ-მდე სიმაღლის ხე. ხის ვარჯის დიამეტრი აღწევს 2 მ, აქვს თხელი, მსკდომარე ქერქი. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან – მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან – ნაცარა, ხშირად შებუსული; ყვავილები არომატულია, მოყვითალო-თეთრი, შეკრებილია ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში. გავრცელებულია კავკასიისა და ყირიმის ტყეებში, მცირე აზიის ჩრდ.-აღმ-ის მთიანეთში. ცოცხლობს 300 წლამდე. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".