კაზინეცი ბორის მიხეილის ძე

ბ. კაზინეცი

კაზინეცი ბორის მიხეილის ძე (დ. 16. X. 1930, მოსკოვი), რუსი მსახიობი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1983). 1952 მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნების ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ნოვოჩერკასკის დრამ. თეატრში. სხვა­და­სხვა წლებში მუ­შა­ობ­და ნოვოჩერკასკის (1952–53), საბჭოთა არმიის (1954–55), როსტოვის კომედიის (1955–58) და მ. გორკის სახ. დრამატული (1958–60; 1971– 74), პერმის დრამა­ტუ­ლი (1960– 64), თბილისის გრიბოედოვის (1964–68), რიაზანის (1968–70), მინსკის მ. გორკის სახ. (1970–71) თეატრებში. 1974-იდან კ. თბილ. გრიბოედოვის სახ. დრამ. თეატრის მსახიობია. 1991-იდან ცხოვრობს აშშ-ში. 1992 ვა­შინგტონის გარეუბანში დაა­ფუძნა მოყვარულთა თეატრი, რ-საც მოგვიანებით „ბორის კაზინეცის თეატრი“ ეწოდა, ხოლო შემდეგ – „რუსული კლასიკის თეატრი".

კ-ს განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი. თბილ. გრიბოედოვის სახ. თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: არისტახი, ჯადოქარი (ვ. შუკშინის „ენერ­გიული ადამიანები“, „თვალსაზრისი“), ქალაქკომის მდივანი (ა. ჩხაიძის „როცა ქალაქს სძინავს“), ზურაბ მოდრეკილაძე (ვ. იაქა­შვი­ლის „ჰორიზონტს იქით“), იოჰან ვილჰელმ მებიუსი (ფ. დიურენმატის „ფიზიკოსები“), შეფი (ა. კოტეტი­შვი­ლის „სამოთხის ვაშლები“), ბურგომისტრი (გ. გორინის „შემწვარი იხვის ფრენა“), ფილიპ ლუტიკოვი (ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“), იგორ გორჩაკოვი (ი. დვორეცკის „გაცილება“), პეტრე რიზაევი (ა. კაზანცევის „ძველი სახლი“) და სხვ. მსახიობი წარმატებით ასახიერებს დრამატულ, სახასიათო და კომედიურ როლებს, რაც მის ფართო სამსახიობო დიაპაზონზე მეტყველებს. მისი საშემსრულებლო კულტურა გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, მოქალაქეობრივი პოზიციების სიმკვეთრითა და მიზანდასახულობით.