კაიშაურნი

კაიშაურნი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მთიულეთის არაგვის ­მარცხ. მხარეს, დიდველის პლატოზე. ზ. დ. 1750 მ, დუშეთიდან 75 კმ. 12 მცხ. (2014).

სოფლის ­ცენტრ. ნაწილში დგას მოზრდილი დარბაზული ეკლესია (სამშენებლო წარწე­რის მიხედვით, აგებულია 1899), ხოლო სასაფლაოზე – ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (გვიანდ. შუა საუკუნეები); კ-ის სამხრ.-აღმ-ით კი, 1,5 კმ-ზე, შუა საუკუნეების სამლოცველოა – მხედართა ხატი; სოფლის მახლობლად, კაიშაურის ველზე, მდებარეობს XIII–XIV სს. ორი ე. წ. ზურგიანი კოშკი, რ-თაგანაც ერთს – დიდველის, ხოლო მეორეს სამების ციხეს უწოდებენ.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.