კაიწონი

კაიწონი, ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლის (გოგარენე) ტერიტორიაზე, სა­ქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხა­რეს. სა­ვარაუდოდ, მდებარეობდა მდ. ინჯასუს ხეობის ზემო წელზე (სომხეთი), ახლანდ. სოფ. კოხბთან (ისტ. კოლბი). სომხ. წყაროების მიხედვით, კ. აგებულია X ს. II ნახევარში, კაენისა და ბიჯნისის ციხეებთან ერთად, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგი უფრო ადრინდ. ხანისა უნდა იყოს. XI ს. დასაწყისში კვირიკიანი ბაგრატუნების სამფლობელო იყო, XI ს. შუა წლებში ბიზანტიას გადაეცა. XII ს-იდან სა­ქართვ. სამეფოს ფარგლებში მოექცა. ეს უნდა იყოს დღევანდელი „ბაჩანას ციხესიმაგრე", რ-საც XII ს. ქარ­თული ასომთავრული წარწერა ჰქონდა.

დ. მუსხელი­შვი­ლი