კაკაბაძე სილოვან იოაკიმეს ძე

 

ს. კაკაბაძე

კაკაბაძე სილოვან იოაკიმეს ძე [31. VII (12. VIII). 1895, ხონი, – 10. VI. 1993, თბილისი], მოქანდაკე. სა­ქართვ. სახალხო მხა­ტვარი (1965). სა­ქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1941), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941). სწავლობდა მ. თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში (1922–24). 1930 დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემია ი. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1932-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1941-იდან – პროფესორი, 1936–42 – რექტორი, 1950–63 – ქან­და­კე­ბის კა­თე­დრის გამგე). მუშა­ობ­და მონუმ. და დაზგური ქანდა­კე­ბის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სკულპტურული პორტრეტები. ნამუშევრები: პორტრეტები – „მეტყევე" (1935); „რაფიელ აღლაძე" (1944); „სიმონ ჯანაშია" (1946); „გალაკტიონ ტაბიძე" (1947); „სულხან-საბა ორბელიანი" (1947); „კოტე მარჯა­ნი­შვილის პორტრეტი" (1951); „ნესტორ კალანდარი­შვი­ლი" (1961, 1967); „დავით ­გამრეკელი" (1963); „თინათინი" (1966); „სიმონ კლდია­შვილი" (1969); „ციცინოს პორტრეტი" (1970); „ელეფ­თერ ანდრონიკაშვილი" (1972); „ახალგაზრდა ქართველი დედა" (1978); „ივანე ბერიტა­შვი­ლი" (1979, თსუ-ის ეზოსავანე) და სხვ. ძეგლები: ი. სტალინის (1939, ბრინჯაო, თბილისი, ­მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ­აიღეს 1961); ა. წულუკიძის (1946, ქვა, ხონი), კ. ლესელიძის (1977, ბრინჯაო, ლესელიძე). მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის სა­ხელმწ. გალერეაში (მოსკოვი), დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.