კაკაბეთი

კაკაბეთი, სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კა­ხე­თის რეგიონი), გომბორის ქედის სამხრ.- დას. კალთაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 720 მ, საგარეჯოდან 17 კმ, ბადიაურიდან (უახლოესი რკი­ნიგზის სადგ.) 12 კმ. 2,8 ათ. მცხ. (2014).

სოფელში, კუპატაძეანთ უბანში, დგას XIX ს. II ნახ-ში აგებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია; სოფლის ჩრდ-ით, სამიოდე კმ-ზე, კავთის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიაა, რ-იც განვითარებული შუა საუკუნეებით თა­რიღ­დე­ბა.