კაკაბი

კაკაბი

კაკაბი (Alectoris chukar), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, ­თავ­სა და ფრთებზე ­მოვარდისფრო ელფე­რი დაჰკრავს; ზურგი მოყავისფრომონაცრისფროა; გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები გასდევს. შუბლიდან თვალებზე, კისრის გვერდებსა და ყელზე აქვს განიერი შავი ზოლი, რ-იც სხვა­და­სხვა ფორმის რკალს ­ქმნის. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. კ-ის სხეულის მასა 350–700 გ აღ­წევს. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდ. ჩინეთამდე, გვხვდე­ბა ჩრდ. აფრიკაში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბინადრობს კავ­კა­სი­ო­ნის სამხრ. კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის, თრი­ალეთისა და ერუშეთის ­ქედებზე, ივრის ზეგანზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე – მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებით და მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.

ა. ბუხნიკა­შვი­ლი