კაკოიშვილი გიორგი ანდრიას ძე

კაკოიშვილი გიორგი ანდრიას ძე (დ. 4. XII. 1933, ქ. ხაშური), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1979). სამედ.-ბიოლ. აკადემიის ­ნამდვ. წევრი (1999). სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1989).

1957 დაამთავრა თსსი, რ-ის შემდეგ მუ­შა­ობ­და ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სანიტ.-მედ. ნაწილის ქირურგად (1958–60), რესპ. ­ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყ-ბის ორდინატორად (1960–72). იყო ჰოსპიტალური ქირურგიის კა­თედრის პროფესორი (1979–2006); 2009-იდან არის თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის კა­თე­დრის მოწვეული პედაგოგი, 2012-იდან – რექტორთა საბჭოს წევრი.

კ. იკვლევდა იზოლირებული და იმპლანტირებული გულის აღდგენის საკითხს ნორმოთერმული პერფუზიის პირობებში, ჩირქოვანი და­ავადებების დიაგნოსტიკისა და ოპერაციული მკურნალობის ზო­გად პრინციპებს. ავტორია სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი დამხმარე სა­ხელმძღვანელოსი – „ქირურგიული გასტროენტეროლოგია". სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია მიენიჭა შრომათა ციკლისათვის „გულის კუნთის მწვავე იშემია და გულის მუშაობის აღდგენა".

კ. არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში; საზ-ბა „მედიკის" ჩემპიონატების მონაწილე და პრიზიორი.

თხზ.: ჩიყვის ქირურგიული მკურნალობა, თბ., 1982; ჩირქოვანი ქირურგიის აქ­ტუ­ა­ლუ­რი საკითხები, თბ., 1985.