კაკულია რევაზ შალვას ძე

კაკულია რევაზ შალვას ძე (დ. 1. IX. 1936, სოფ. ნორიო, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1959 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. იყო სა­ქართვ. ფინანსთა მინისტრის მო­ად­გი­ლე (1972–79, 1985–91), სა­ქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აგროსამრეწველო კომიტეტის თავ-რის მო­ად­გი­ლე (1979–85), ეკონომიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მო­ად­გი­ლე (1991–2005). 1959- იდან კითხულობს ლექციებს სხვადა­სხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2006-იდან ქუთაისის უნ-ტის ჟურნ. „ეკონომიკური პროფილის" მთ. რედაქტორია.

კ-ის მეცნ. კვლევის სფეროა ეკონ. თეორიის, ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის, საბაზრო ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა, მ. შ. 18 მონოგრაფია და 25 სახელმძღვანელო. ჟურნ. „სა­ქარ­თველოს ეკონომისტის" და სა­ქართვ. სავაჭრო-სამრეწვ. პალატის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე მისმა სახელმძღვანელომ (ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი) „საგადასახადო საქმე" ნომინაციაში „2007 წლის საუკეთესო ნაშრომი ეკონომიკაში" მიიღო პირველი პრემია. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. საპატიო ნიშნის ორდენი (1982); ღირსების ორდენი (1997); თბილ. სა­ხელმწ. უნ-ტის ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. მედა­ლი (2010).

თხზ.: საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის ამაღლების საფინანსო მეთოდები, თბ., 1978; საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები, თბ., 2003; თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა, თბ., 2010; ფინანსების თეორია (სახელმძღვანელო), გამოც. მე-5, თბ., 2012.