კაკუშაძე ალექსანდრე მოსეს ძე [4(17). XI. 1903, სოფ. პატრიკეთი, ქუთ. გუბერნია, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 29. VII. 1986, თბილისი], ინჟინერ-მშენებელი, კონსტრუქტორი, სამშ. მექანიკის ქართ. სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. პროფესორი (1958), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1962). საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). 1929 დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათემატიკის ფაკ-ტი, 1932 – თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით. 1932-იდან მუშაობდა რიგ სასწ., სამეცნ.-საპროექტო და სამშ. დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მ. შ. იყო ბათუმის პედ. ინ-ტის უმაღლესი მათ. კათედრის გამგე; ხელმძღვანელობდა აფშერონის ნ.-კ-იდან კასპიის ზღვაში ნავთობმომპოვებელ აუზებში ესტაკადების მოწყობისა და გამოცდის კომისიას; 1963–77 სპი-ში იყო მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე; 1977-იდან – ამავე კათედრის პროფესორი.
კ-ის სამეცნ. შრომები ეხება მათ. მეთოდებით სამშ. მასალების მახასიათებლებისა და სიმტკიცის მარაგის კოეფიციენტის დადგენას; ნაგებობათა დინამიკის საკითხებს; დრეკადობის თეორიის დიფერენციალური განტოლების ზოგადი ამონახსნების საფუძველზე საანგარიშო სქემების შედგენას; თაღების გაანგარიშების ზოგად მეთოდებს. შესრულებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სამუშაო საპროექტო და სამშ. დაწესებულებებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი, ასევე სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: დრეკადობისა და პლასტიკურობის თეორია, ტ. 1–2, თბ., 1958–59.
ლიტ.: ნ ა ნ ე ი შ ვ ი ლ ი ნ., ალექსანდრე კაკუშაძე, თბ., 1973.