კალდახვარა, სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. ბზიფის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: კ., ამფარაარხუ, ახვაჯა, აჯახუ). ზ. დ. 100 მ, გუდაუთიდან 29 კმ, მიუსერიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 2 კმ. სოფელში მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე.
კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.