კალისტრატე მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი კალისტრატე

კალისტრატე მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი) (20. X. 1938, სოფ. ვარდისუბანი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, - 20. VI. 2019, ქუთაისი), სასულიერო პირი. 1967 დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექ. ინ-ტი. 1975 ჩაირიცხა თელავის სა­ხელმწ. პედ. ინ-ტში ისტორიაფილოლ. ფაკ-ტზე. 1982-იდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს ბერად აღიკვეცა. 1982 წ. 7 აპრილს დიაკვნად, 2 აგვისტოს კი მღვდელმონაზვნად აკურთხეს. 1983 აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვა­რია. 1983 წ. 25 სექტემბერს სრულიად სა­ქართვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა. 25 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმ. სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარ­ქიის მმართველად. 1989 მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1992 წ. 25 დეკემბერს მიტროპოლიტის პატივი ებოძა. კ. მ. 1990 წ. 21 სექტემბერს ილია II-ის მიერ ახლადდაფუძნებული გელათის სას. აკადემიის რექტორი გახდა.

კ. მ. სა­ქარ­თვე­ლოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაჯილდოებულია წმ. გიორგის უმაღლესი ორდენით; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ – წმ. დანიელის, ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ – წმ. კირილესა და მეთოდეს ორდენებით; რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ – წმ. ანთიმოზ ივერიელის დიპლომით; 2000 წ. 21 სექტემბერს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით; სა­ქართვ. საერო ხელისუფლების მიერ – ღირსების ორდენით.