კალმახის საერისთავო

კალმახის საერისთავო, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების სა­ქართვე­ლო­ში. მდებარეობდა ტაოში. საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა კალმახის ციხე (აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც). მისი არსებობა დასტურდება „მატიანე ქარ­თლისაის“ მიხედვით XI ს. 40–50-იან წლებში უცნობია მისი შე­ქმნის დრო. სავარაუდოდ, საერის­თავო არსებობდა 1057–58-მდე, ვიდრე ის ბაგრატ IV-მ მამულებით არ გადასცა კალმახის ერის­თავ სულას (ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობის სანაცვლოდ). ამის შემდეგ სულა იწოდა კალმახელად და ეს გვარსა­ხე­ლი დაუმკვიდრდა მის შთამომავლებს.

XIII ს. განმავლობაში კ. ს. გაუქმებული ჩანს. XIV ს. I ნახ-ში გიორგი ბრწყინვალემ კალმახი, რო­გორც ზღვისპირა რეგიონი, საერისთავოდ აქცია (ვახუშტი). შემდგომში კ. ს. კვლავ გაუქმე­ბულა. XVI ს. დასაწყისში შედგენილი მცხე­თის სამწყსოს მა­მულების ნუს­ხაში კალმახის ერის­თავთა ყო­ფილი მიწები სხვა­მესხურ მიწებთან ერთად ­სამცხეთო მამულებს შორის მოიხსენიება.

წყარო: მატიანე ქარ­თლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე  მ., ერისთავობის ინს­ტიტუტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2003; ხ ი დ უ რ ე ლ ი  ზ., სამეფო დომენის საკითხისათვის XI–XV სს. სა­ქარ­თველო­ში, «საისტორიო კრებული», 1977, [ტ.] 7.

მ. ბახტაძე