კალოსმთა

კალოსმთა, ჰარმანთაფა, მთა ასპინძის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის საზღვარზე, ერუშეთის ქედზე, მდინარეების, ჯაყისწყლისა (ფოცხოვისწყლის ­მარჯვ. შენაკადი) და რაყისწყლის (ურავლის სათავე) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2950 მ. აგებულია ნეოგენური ანდეზიტ-დაციტური ლავით, გუმ­ბათისებრი ფორმისაა. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.

ლ. მარუა­შვი­ლი