კალოუბნობა

კალოუბნობა, ქარ­თული ხალხური რელიგიური დღეობა. იმართებოდა კალოუბნად წოდებულ საკულტო ცენტრში აღდგომის მე-5 კვირას. დღესაც იმართება ზემო ხანდაკსა (ქართლი) და კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესიაში (მცხეთის ზემოთ). მლოცველებს მიჰქონდათ შესაწირავი და ასრულებდნენ სათანადო რიტუალს. იმართებოდა პურობა.

ლიტ.: ს ო ხ ა ძ ე  ა., ქარ­თველ­თა უძველესი სარწმუნოებისა და მის გადმონაშთებთან ბრძო­ლის ისტორიიდან, თბ., 1964.

ა. სოხაძე