კანკავა გურამ ისაის ძე

კანკავა გურამ ისაის ძე (10. XI. 1928, თბილისი, – XI. 1992, იქვე), კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1963). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). სხვა­და­სხვა დროს მუ­შა­ობ­და გაზ. „ზარია ვოსტოკას" რედაქციაში, გამომც. „საქმედგამში" (რედაქტორად), 1953–59 – სა­ქართვ. განათლების მუზეუმში, 1959–92 კი – შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. წერილებს აქვეყნებდა 1955-იდან. პირველი წიგნი „ლიტე­რატურული ეტიუდები" 1964 გამოსცა. კ-ს ეკუთვნის წიგნები: „ისტორიული რომანი და მისი ქარ­თული ტრადიციები" (1969), „ლიტერატურული შენიშვნები" (1972), „ქართველი მწერლები და ლიტერატურული სამანები" (1978), „ლიტერატურული წერილები" (1980, 1985), „წერილები და პორტრეტები" (1985). კ. გამოირჩეოდა ერუდიციით, დახვეწილი გემოვნებითა და უტყუარი ლიტ. ალღოთი.