კანონიკური სამართალი, საეკლესიო კრებებისა და რომის პაპის დადგენილებათა ერთობლიობა. კ. ს-ის პირველი კოდიფიკაცია XII ს-ში წამოიწყო ბოლონიელმა ბერმა გრაციანმა, რ-მაც შეადგინა ე. წ. გრაციანის დეკრეტი. XVI ს-ში იგი საფუძვლად დაედო „კანონიკური სამართლის კრებულს", რ-ის მიხედვით განიხილებოდა სას. პირთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები, საოჯახოზნეობრივი ხასიათის გადაცდომები და დანაშაულებანი. 1917 პაპმა ბენედიქტე XV-მ გამოსცა „კანონიკური სამართლის კოდექსი", რ-ის მიხედვითაც კ. ს. აწესრიგებს მხოლოდ შიდასაეკლესიო საქმეებს. მართლმადიდებელ ეკლესიაში კ. ს-ად იწოდება უმთავრესად საეკლ. კრებებზე დადგენილი კანონიკური წესების ერთობლიობა. ამ წესების მნიშვნელოვანი ნაწილი შედიოდა საეკლ. სამართალში, რ-იც მოქმედებდა ძვ. საქართველოშიც.
იხ. აგრეთვე სტ. კანონიკა.
ე. გაბიძაშვილი