კანტარი, კ ი ნ ტ ა რ ი, მასის ერთეული შუა საუკუნეებში ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. სამხრ. საქართველოში გავრცელდა ოსმალეთიდან. კ-ის სიდიდე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა იყო. XIX ს-ში ახალციხის მაზრაში კ. შეადგენდა 30 ოსმალურ ბათმანს, ანუ დაახლ. 220 კგ.
გ. ჯაფარიძე