კანუნნამე

კანუნნამე, კანონის წიგნი, საკანონმდებლო აქტებისა და კოდე­ქსების საერთო სახელწოდება მუსლი­მურ ­სახელმწიფოებში. ყვე­ლაზე ბევრი კ. შეიქმნა ოსმა­ლეთში. ისინი ასახავდნენ ოსმა­ლე­თის სოც.-ეკონ. და პოლიტ. განვითარების ეტაპებს. პირველი სულთნების კ-ებს ჩვენამდე არ მოუღწევია. XV ს. II ნახ-ში დაიწყო მათი კრებულებად შედგენა. ცნობილია მეჰმედ II-ის, სელიმ I-ისა და სულეიმან კანუნის კ-ები. დაპყრობილი ქვეყნებისათვის შედგენილი კ-ები ითვალისწინებდა ოსმ. წესების, კერძოდ, საგადასახადო სისტემის შემოღებას. ამიტომ ზოგჯერ, ისინი წინ უსწრებდნენ საგადასახადო დავთრებს, მ. შ. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარს". ცნობილია აგრეთვე გურჯისტანის 1537–74 კ., განჯის 1727 კ. და სხვ. თურქეთში კ-ების მხო­ლოდ ნაწილია გამოცემული.

ვ. ჩოჩიევი