კაპა რობერტ

კაპა რობერტ (­ნამდვ. სახ. და გვარი – ანდრე ერნო ფ რ ი დ მ ა ნ ი ) [22. X. 1913, ბუდაპეშტი, – 25. V. 1954, ნამ-დინხი (ვიეტნამი)], ფოტოჟურნალისტი. 1929 კ. დასახლდა გერმანიაში, სადაც შეისწავლა სოციოლოგია და ჟურნალისტიკა. 1933–36 ცხოვრობდა საფრანგეთში. ახალგაზრდობიდანვე ჩაება პოლიტ. ცხოვრებაში, აქტიურად მონაწილეობდა მიტინგებსა და დემონსტრაციებში. იმყო­ფებოდა ესპანეთის სამოქალაქო, ჩინეთ-იაპონიის, ინდო-ჩინეთის, 1948 არაბეთ-ისრაელის და II მსოფლიო ომების მოვლენათა ეპიცენტრში. ომზე გადაღებული ფოტომასალიდან საუკეთესო ნაშრომად აღიარებულია ფოტო სახელწოდებით „ჯარისკაცის სიკვდილი". 1947 კ-მ ჯ. სტაინბეკთან ერთად სა­ქარ­თვე­ლო­ში იმოგზაურა. მოინახულა თბილისი, ბათუმი, გორი. ამ მოგზაურობის ამსახველმა 81 ფოტოსურათმა ამჟამად ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა.

1947 კ-მ მეგობრებთან ერთად დააარსა ფოტოსააგენტო „მაგნუმი". ტრაგიკულად დაიღუპა ვიეტნამში.

თ. დოლიძე