კაპანახჩი (2012-მდე – ქ ა ფ ა ნ ა ხ ჩ ი), სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), მარნეულის ვაკეზე, მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: კ., ალგეთის მევენახეობა, ამბაროვკა, ილმაზლო, მეორე ქესალო, პირველი ქესალო, ქეშალო). ზ. დ. 290 მ, მარნეულიდან 25 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014).