კარავი, ადგილიდან ადგილზე გადასატანი ან უძრავი, ადვილად ასაწყობ-დასაშლელი საცხოვრებელი. კულტ. ისტორიაში კ-ის წინამორბედად მიჩნეულია ხის ტოტებისა და ქერქისაგან ნაგები ქარსაფარი, რ-იც XX ს. დამდეგამდე შემორჩა (ავსტრალიელები, ცეცხლისმიწელები, აფრიკის ბუშმენები, პიგმეები). მიჩნეულია, რომ ორი ქარსაფრის შეერთებით პირველი ორფერდა კ. წარმოიშვა. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში ცნობილია კონუსისებური, ნახევრადსფერული, პირამიდული და სხვ. კ. (ვიგვამი, ჩუმი, ტიპი, ვეჟა და სხვ.). ბინადარ მიწათმოქმედ ხალხში კ. თანდათან მყარ ნაგებობად იქცა. კ-მა განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია ტიბეტის, ირანის, არაბ., მონღ. და შუა აზიის მომთაბარე ხალხებში (იურთა, გედანი და ა. შ.). გადასატანი კ-ების ეს სახეები დაედო საფუძვლად ისტორიაში ცნობილ სალაშქრო, აგრეთვე თანამედროვე სამხ., ტურისტულ, საექსპედიციო და სხვ. კ-ებს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი კ-ს საცხოვრებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ. მისი უმარტივესი ფორმა – მონადირის კ. – ბოლო დრომდე რ-იც ეთნოგრ. სინამდვილეში სამეურნეო დანიშნულებისაა, ალპურ საძოვრებზე კი მწყემსის სეზონურ სადგომს წარმოადგენს.
ლიტ.: Л и п с Ю., Происхождение вещей, пер. с нем., М., 1954.
ვ. შამილაძე