კარაიანი (კ ა რ ა პ ე ტ ი ა ნ ი) ოვა­ნეს

კარაიანი (კ ა რ ა პ ე ტ ი ა ნ ი) ოვა­ნეს (5. X. 1915, თბილისი, – 1985, იქვე), პოეტი. სწავლობდა სა­ქართვ. სამ­ხატვრო-პედ. სასწავლებელში. წლე­ბის განმავლობაში მუ­შა­ობ­და თბილისში გამომავალი სომხურენოვანი გაზ. „სოვეტაკან ვრასტანის" (შემდეგ ­„ვრასტანი") რედაქციაში. იყო სა­ქართვ. მწერალ­თა კავშირის წევრი. კ-ს ეკუთვ­ნის ლექსების 11 ­კრებული, მათგან ორი – „ლექ­სები" და „ჩემი ქარ­თული" – ქარ­თულ ენაზე. სომხურად თარგმნი­ლი აქვს დ. გურამი­შვი­ლის, ნ. ბა­რათა­შვილის, ი. ჭავ­ჭავაძის, ა. წე­რეთლის, ვაჟა-ფშაველას, გ. ლეო­ნიძის, ი. აბაშიძის, ი. ნონე­შვი­ლისა და სხვა პოეტების ლექსები. კ-ს ეკუთვნის შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის" პირველი სრული პოეტური თარგმანი სომხ. ენაზე, რ-იც 1983 გამოვიდა თბილისში. კ-ს ამ თარგმანისათვის 1985 ივანე მაჩაბლის სახ. პრემია გადაეცა.

ს. არაქელიანი