გრიგოლ თეოფილეს ძე (25. II. 1902, სოფ. სამიქაო, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 2. V. 1970, თბილისი), სახელმწიფო უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი (1945). შსსკ დამსახურებული მუშაკი (1942), 1930–38 იყო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქართვ. სხვადასხვა რ-ნში. მუშაობდა ყირიმის ასსრ შს სახელმწ. უშიშროების სახ. კომისრად (1938–42), დაღესტნის ასსრ შს სახ. კომისრად (1942–43), საქართვ. სსრ შს სახ. კომისრად (1943–52), საქ. სსრ შს მინისტრის მოადგილედ (1953) და საქართვ. სატყეო მეურნეობის სახელმწ. კომიტეტის თავ-რის მოადგილედ (1957–70). დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.
ლ. დოლიძე