კარბი

კარბი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის მერეთის თემში (შიდა ქარ­თლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე, მდ. პატარა ლიახვის (ლიახვის ­მარცხ. შენაკადი) ­მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 860 მ, გორიდან 25 კმ. 613 მცხ. (2014).

სოფლის შუა ნაწილში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია; სოფლის განაპირას, სამხრ-ით – XVI– XVII სს. სამების დარბაზული ეკლესია, ამავე ­მხა­რეს (მდ. პატარა ლიახვის ­მარცხ. ნაპირზე) კი – წმ. მარინეს დარბაზული ეკლესია, რ-იც XVIII–XIX სს. მიჯნას მიეკუთვნება. სოფელში დგას 6 კოშკი, მ. შ. ორი სწორკუთხაა, დანარჩენები – ცილინდრული. სწორკუთხა კოშკებიდან უძველესია ე. წ. დავითაშვილების ციხე, რ-იც, სავარაუდოდ, XV–XVI სს-ით თარიღ­დე­ბა, ხოლო მეორე – XVII– XVIII სს-ით. ცილინდრული კოშკები XVIII ს. განეკუთვნება, მ. შ. ერთს გნოლიძეების ­ციხეს უწოდებენ, მეორეს – ხუბაშვილების ციხეს, დანარჩენი ორი უსახელოა.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.