კარგარეთელი ია (ილია) გიორგის ძე (2.VII. 1867, სოფ. ერთაწმინდა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 31. III. 1939, თბილისი), კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი (ტენორი) და საზ. მოღვაწე. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1938). ბავშვობიდანვე მღეროდა თბილ. სიონის ეკლესიისა და ვ. აღნიაშვილის გუნდებში, სიმღერის გაკვეთილებს იღებდა ი. რატილთან. 1889–91 სწავლობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, ეწეოდა ქართ. მუს. პროპაგანდას, მართავდა ქართ. მუს. საღამოებს, კითხულობდა ლექციებს. 1895-იდან იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი, 1905-იდან – რეჟისორი. ვ. გუნიასთან ერთად ქართ. ენაზე თარგმნა ოპერები „დემონი" და „სევილიელი დალაქი", რ-ებიც თვითონვე დადგა (შეასრულა სინოდალისა და გრაფის პარტიები).
მანვე გააქართულა თბილ. ოპერის თეატრის თითქმის მთელი რეპერტუარი (ოპერები: „პიკის ქალი", „ფაუსტი", „ტრავიატა", „რიგოლეტო" და სხვ. მრავალი). ამავე პერიოდს განეკუთვნება პირველი რომანსების შექმნაც („შევიშრობ ცრემლსა", „მშვენიერთა ხელმწიფავ"). კ-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართვ. ფილარმონიული საზ-ბის დაარსებაში (1903). 1910 დააფუძნა „ქართული საგუნდო საზოგადოება". ამავე წლიდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სას. სემინარიასა და კონსერვატორიაში. ავტორია რომანსებისა და საგუნდო ნაწარმოებებისა. მის შემოქმედებას საფუძვლად დაედო თბილ. ქალაქური ფოლკლორი. გამოაქვეყნა ხალხ. სიმღერების 3 კრებული (1890, 1909, 1921). ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ქართული მუსიკის შესახებ" (მოსკოვი, 1893), „მოკლე ნარკვევი ქართულ მუსიკაზე" (1901), „მოკლე პოპულარული მუსიკალური ენციკლოპედია" (1933) და სხვ.
თხზ.: მემუარები, თბ., 2008.
ლიტ.: ა რ ა ყ ი შ ვ ი ლ ი დ., ია კარგარეთელი, «ლიტერატურა და ხელოვნება», 1945, №14; გ ა ვ ა შ ე ლ ი ლ., ია კარგარეთელი, თბ., 1959; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი მ., ქართული ფოლკლორი, თბ., 1946.