კარეტა, კლდოვანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. ფერდობზე, მდინარეების – ენგურისა და ხალდეჭალის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3524 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით და კრისტალური ფიქლებით. ჩრდ. ფერდობი თოვლიანია.
ლ. მარუაშვილი