კართსოფელი

კართსოფელი, (ყოფ. კ ა რ თ ა ყ ა უ), სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თრუსოს ხეობაში, მდ. თერგის ­მარცხ. მხა­რეს. ზ. დ. 2260 მ, სტეფანწმინდიდან 38 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

სოფელში ექვსი კოშკი დგას. ამათ­გან ორი მის დას. ნა­წილშია, ხოლო ოთხი – აღმ-ით. ყვე­ლა კოშკი თითქმის ერთი და იმავე პერიოდისაა. მათი ქვედა ნაწილი ყრუა. პირველი სართული კარით მაღლაა. ამ კოშკებიდან შედარებით უკეთ შემორჩენილია ხუთსართულიანი კოშკი, რ-იც აღმართულია კ-ის აღმ. ნაწილის სამხრ.-დას. კუთხეში. ყოველი სართული აღჭურვილია სათოფეებით. კოშკის ბოლო სართული გამორჩეულია. ბრტყელი გადა­ხურვის ქვეშ არსებული სამხრ. კედელი (მთლიანად) და გვერდითი კედლების ერთი მესამედი ღიაა. ასეთი რამ სხვაგან არსად გვხვდე­ბა. სავარაუდოდ, ამგვარი კოშკიდან დაზვერვა ხდებოდა უფრო ფართო ფრონტით. ბანი, როგორც კოშკების უმრავლესობაში, აქაც საბრძოლო დანიშნულების არ უნდა ყოფილიყო. იგი ხის კოჭებზე ფიქლით იყო გადახურული. კოშკს ამთავრებს სწორკუთხად შვერილი სალოდეები და სახურა­ვის შვერილი ფილები ქუდივით ადევს. ნასოფლარის ექვსივე კოშკი შიგნით უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები, ხოლო ფასადები – შედარებით კარგად დამუშავებული ქვით. კოშკების აგების თარიღი უცნობია, მაგრამ ანალოგიებით XVII ს-ს უნდა ეკუთვნოდეს.

ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა  პ., ქარ­თულ ციხესიმაგრეთა ისტორია, თბ., 2002.