კარპაკი

კარპაკი, II–III სს. ქარ­თლის წარჩინებულ მოხელე-დიდებულთა წრის წარმომადგენელი ქალი. იხსენიება არმაზისხევის პიტიახშთა (ერის­თავთა) სამაროვანში აღმოჩენილ ოქროს ბალთის თვალზე ქალ-ვაჟის გამოსახულების გარშემო გაკეთებულ წარწერაში, რ-იც იკით­ხება ასე: „ჯავახ სიცოცხლეა ჩემი კარპაკ".