კარჟავინი ვსევოლოდ ალექსანდრეს ძე

ვ. კარჟავინი

კარჟავინი ვსევოლოდ ალექსანდრეს ძე (4.VI. 1904, მოსკოვი, – 19.VIII. 1992, დაბა აგუძერა, სოხუ­მი), ქიმიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1949), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1974). 1925 დაამთავრა მოსკოვის დ. მენდელეევის სახ. ქიმ. ტექნოლოგიის ინ-ტი. მუშაობა დაიწყო გამოყენებითი მინერალოგიის ინ-ტში. პარალელურად მოღვაწეობდა მოსკოვის ქიმიური ტექნოლოგიის ინ-ტში. 1931–36 სამეცნ.-კვლ. ინ-ტში "აზო­ტი" იყო განყ-ბის გამგე. 1936 გადაა­სახლეს (ბრალდებით კონტრრევოლუ­ცი­ური საქმიანობისთვის). 1942–43 მუშაობდა ქ. მაგადანში, ქიმიური კვლევების ლაბორატორიაში, 1943–46 – ქ. ნორილსკის მეტა­ლურგიულ კომბინატში; სპეც. ობიექტზე ქ. ობნინსკში. 1947-იდან სოხუმის ფიზ.- ტექნიკის ინ-ტში ხელმძღვანელობდა სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიას.

კ-ის სამეცნ. კვლევები ეხება თხევადი საწვავის სინთეზის საკითხებს; ნახშირბადის ჟან­გეულებისა და წყალბადისაგან ნახშირწყალბადოვანი ნაერთების კატალიზურ სინთეზს. სტალინური პრემია მიენიჭა ურანის იზოტოპების ­განცალკევე­ბის ექსპლუატაციაში გაშვების სამუ­შაოებში მონაწილეობისათვის (1951) და დიფუზური ფილტ­რების ოქსიდირების ტექნოლოგიის დანერგვისათვის (1953). 1958 მიენიჭა ლენინური პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1971).