კარსტოლოგია (გერმ. Karst და ბერძნ. ლოგოს – სიტყვა, მოძღვრება), კარსტთმცოდნეობა, გეომორფოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კარსტულ მოვლენებს, კარსტის წარმოშობას, განვითარებას, გავრცელებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული წყლების თვისებებს, კარსტული სიცარიელეების მინერ. აგრეგატებს, სასარგებლო წიაღისეულს, კარსტით გამოწვეულ უარყოფით მოვლენებთან ბრძოლის ღონისძიებებს და სხვ. კ. იყოფა კარსტის ჰიდროლოგიად, კარსტის ჰიდროგეოლოგიად, საინჟინრო კარსტთმცოდნეობად, ისტ. კარსტთმცოდნეობად და სხვ. კ. მჭიდრო კავშირშია სპელეოლოგიასთან.
ლიტ.: მ ა რ უ ა შ ვ ი ლ ი ლ., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები, თბ., 1973.
ზ. ტატაშიძე