კარტანი ელი ჟოზეფ (Cartan) (9. IV. 1869, დოლომიე, საფრანგეთი, – 6. V. 1951, პარიზი), ფრანგი მათემატიკოსი. პარიზის მეცნ. აკად. წევრი (1931), საფრ. მეცნ. აკად. პრეზიდენტი (1946). დაამთავრა პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა (1891). 1894 მიენიჭა სორბონის (პარიზი) დოქტორის წოდება. 1894–1912 კითხულობდა ლექციებს საფრანგეთის სხვადასხვა უნ-ტში. 1912-იდან პარიზის უნ-ტის პროფესორია. ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ლის ჯგუფთა თეორიაში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი დიფერენციალური განტ., დიფერენციალური გეომ., კვანტური მექ. მათ. ფიზ. და სხვა მიმართულებებით; შექმნა განზოგადებული სივრცეების თეორია გრეხის გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვანია გრავიტაციის თეორიისთვის. შექმნა ს პ ი ნ ო რ ე ბ ი ს თეორია (1938), რ-საც იყენებს კვანტური მექანიკა და ველის კვანტური თეორია და სხვ.
1924 კ-მა სორბონაში (პარიზი) დააარსა უმაღლესი გეომ. კათედრა, რ-ის წევრი 1927–28 იყო გ. ნიკოლაძე. მას ვრცელი მიმოწერა ჰქონდა კ-თან, რამაც სტიმული მისცა გ. ნიკოლაძის 1927–28 კ-ის ხელმძღვანელობით შესრულებულ კვლევებს. კ. იყო გ. ნიკოლაძის სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი (სორბონა, პარიზი, 1928).
კ. იყო მრავალი ქვეყნის მეცნ. აკად. და სამეცნ. საზ-ბის წევრი. დაჯილდოებულია ლობაჩევსკის პრემიით (1937). მისი სახელი ეწოდა კრატერს მთვარის ზედაპირზე. საფრ. მეცნ. აკადემიამ დააწესა კ-ის სახ. სამეცნ. პრემია.
ლიტ.: C h e r n Shiing-Shen, C h e v a l l e y C., Élie Cartan and his mathematical work, "Bull. Amer. Math. Soc", 1952, vol. 58, № 2.
ი. ლომიძე