კარუშეთი

კარუშეთი, ისტორიული სოფელი თრიალეთში (ახლანდ. სოფ. არწივანი, წალკის მუნიციპალიტეტი). წყა­როებში იხსენიება X ს-იდან. XIX ს-ში აქ თურქეთიდან დევნილი ბერძნ. მოსახლეობა დასახლდა და მათ სოფელს ჯინისი უწოდეს. 2012-იდან ეწოდება არწივანი. 485 მცხ. (2014).

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს სსრ კულტურის ძეგლები, თბ., 1959; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. II).