კასრი, დამორილი, ცილინდრის ფორმის ძირჩადგმული, სალტით გარშემორტყმული ხის ჭურჭელი, იხმარება სანოვაგისა და სითხის სათავსოდ, მარცვლეულისა და ღვინის საწყაო XVI–XVIII სს. იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქართლ-კახეთში. XVIII ს. აღმ. საქართველოში მარცვლეულის საწყაო კ. შეადგენდა კოდის 1/2, ანუ 16,5 (17) კგ, ხოლო დას. საქართველოში ღვინის საწყაო კ. საშუალოდ 46 ლ ტოლი იყო.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. ე. ნადირაძის გამოც., თბ., 2011.
გ. ჯაფარიძე