კასრისსერი, მთა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთში, მდინარეების – ინჯისწყლისა (ურავლის მარჯვ. შენაკადი) და ქარზამეთისწყლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე 2944 მ. აგებულია ნეოგენური ანდეზიტ-დაციტური ლავით. შემოსილია ალპ. მდელოებით.
ლ. მარუაშვილი