კასრისხევი, კ ა ს ა რ ა, თერგის ხეობის შევიწროებული, კლდეკარისებრი მონაკვეთი თრუსოს ხეობის ქვემო ნაწილში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფ. კობიდან 5–6 კმ დაშორებით. სიგრძე 2 კმ. ფსკერის სიმაღლე ზ. დ. 2100–2200 მ. წარმოიქმნა მეოთხეული პერიოდის ბოლოს, მცირე ხორისარის ვულკანის კრატერიდან ამონთხეული ლავური ღვარის ეროზიული მოქმედების შედეგად. კ-ში არის უხვდებიტიანი მინერ. წყაროები. აუწერელ სილამაზეს ქმნის წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები".
ლ. მარუაშვილი