„კასტელ ჯორჯია“

„კასტელ ჯორჯია“ (შპს),­ ლუდისა­ და­ უალკოჰოლო­ გაზიანი­ სასმელების­ კომპანია.­ 1998­ დეკემბერში­ თბილისში,­ ლუდის­ საწარმოების­ –­ შპს­ „ყაზბეგისა"­ (დაარსდა­ 1995)­ და­ შპს­ „გომბორი­ BGI-ის" (დაარსდა­ 1997)­ გაერთიანების­ შედეგად­ შეიქმნა­ ფრანგულ-ქარ­თული­ ერთობლივი­ კომპანია­ შპს­ „ყაზბეგი-კასტელი",­ რ-ის­ სიმძლავრე­ შეადგენდა­ 10­ მლნ.­ დკლ­ ლუდს­ წელიწადში.­ უშვებდა­ შემდეგი­ დასახელების­ ლუდს:­ „ყაზბეგი",­ „ფშავი",­ „ანანუ­რი",­ „არ­გო",­ „ყაზბეგი­ პორტერი",­ „კასტელი" და­ სხვ.­ 2002­ მარტში­ მოხდა­ „ყაზბეგი- კასტელის"­ რეორგანიზაცია­ და­ ­ჩა­მო­ყა­ლიბ­და­ ლუდის­ ორი­ დამოუკიდებელი­ სა­წარმო: ­შპს­ „ყაზბეგი­ 1881"­ და­ შპს­ „კასტელი-საქარ­თვე­ლო"­ (მდე­ბარეობს­ ლილოს­ ­დასახლება­ში).­ 2013­ შპს­ „კასტელი-სა­ქარ­თვე­ლო"­ შეიძინა­ ქარ­თულმა­ კომპანია­ შპს­ „კ. ჯ-მ",­ რ-მაც­ განა­ხორციელა­ საწარმოს­ რებრენდინგი.­ საწარმოს­ საპროექტო­ სიმძლავრეა­ 80­ მლნ.­ ლუდი­ წელიწადში.­ უშ­ვებს­ შემდეგი­ დასახელების ­ლუდს:„არგო",­ „გერმანული",­ „ჰერ­ცო­გი",­ „კალენბერგი",­ ­„ზუბ­რი"­ და­ სხვ.,­ აგრეთვე­ ლიმო­ნათს­ –­ „ზანდუკელი".­ ნედლეული­ (სვია,­ ალაო,­ საფუარი)­ და­ დამხმარე­ მასალები­ (ბოთლი,­ საცობი,­ ეტი­კეტი)­ ძირითადად­ შემოდის­ გერმანიიდან,­ უკრაინიდან,­ რუსეთიდან.­ გამოშვებული­ პროდუქციის­ რეალიზაცია­ ხდება­ როგორც­ ად­გილ.­ ბაზარზე,­ ისე­ საზღვარგარეთ­ (უკრაინა,­ რუსეთი,­ აზერბაიჯანი,­ ჩეხეთი,­ აშშ,­ გერმანია, ­ტაჯიკეთი,­ ავღანეთი­ და ­სხვ.).­