კატაი

კ ა ტ ა ი, დავით IV აღმაშენებლის ასული. სამხრ. კავკასიიდან თურქ-სელჩუკთა განდევნისათვის ბრძოლის პირობებში, ბიზანტიის იმპერიასთან კეთილი დამოკიდებულების ­დამყარების მიზნით, 1116 მეფემ კ. მიათხოვა იმპ. ალექსი კომნენოსის (1081– 1118) უმცროს ძეს – ისაკს (მანამ­დე დავითმა თავისი მეორე ქალი­შვილი თამარი შირვან შაჰის შვილზე დააქორწინა). ბიზანტიასთან კეთილმეზობლური ურთიერ­თობა არ შეცვლილა და­ვით აღმაშენებლის მეფობის ბოლო წლებამდე (დავითი არ ჩარეულა თავის სიძე ისაკსა და ალექსი კომნენოსის უფროს ვაჟს – იოანეს შორის ატეხილ უთანხმოებაში), რითაც საქარ­თვე­ლოს სამეფომ უზრუნველყო სამხრ.-დას. საზღვ­რების უსაფრთხოება.

წყარო: ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე; ქარ­თლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, Внешняя политика Грузии в средние века (XII век), Тб., 1995.

ბ. კუდავა