კატეხი, საქართველოს ისტორიული მხარის, ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი (ამჟამად სოფელი აზერბ. რესპ. ბელაქნის რ-ნში). საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ I-მა XI ს-ში აქ დააარსა მონასტერი, რ-იც ერთ-ერთ მსხვილ საეკლ. ცენტრად იქცა. XVIII ს-ში ირან-ოსმ. აგრესიისა და დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად კახეთის სამეფოს ჩამოსცილდა აღმ. ნაწილი, რ-შიც კ-ც შედიოდა და ჩამოყალიბდა ჭარ-ბელაქნელ ლეკთა ე. წ. უბატონო თემები.
ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013.
თ. პაპუაშვილი