კატინთაუ

კატინთაუ, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, ბეზენგის (ხალდის) კედელზე, მდინარეების – ენგურისა და ბეზენგის ჩერეკის წყალგამყოფზე. სიმაღლე 4979 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნი­ვალური ლანდშაფტი.

კ-ზე მთამსვლელთა ჯგუფი პირველად ავიდა 1931 შ. ­მიქელაძის ხელმძღვანელობით (მონაწილეობდა დ. წერეთელი და სხვ.).

მ. უთმელიძე