კატრანი, ქიცვიანი ზვიგენი, ზღვის ძაღლი (Squalus acanthias, Linnaeus, 1758). ხრტილოვანი თევზი კატრანების გვარიდან (Squalus Linnaeus, 1758), კატრანისებრთა ოჯახიდან (Squalidae Blainville,1816). გავრცელებულია ატლანტის ოკეანის დას. და აღმ. ნაწილში, ხმელთაშუა ზღვაში. შავი ზღვის სანაპიროზე გვხვდება ყველგან. იშვიათად შედის აზოვის ზღვაში. იკვებება უმთავრესად თევზებით. სიგრძით 105–140 სმ-ია, ზოგჯერ 2 მ-მდე იზრდება მასა 15–20 კგ-ია. ცოცხლადმშობი თევზია. თებერვლიდან მაისამდე შობს 15–20 ლიფსიტას, იშვიათად – 25–30. სარეწაო მნიშვნელობის თევზია. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მხრიდან საჭიროებს ზრუნვას (VU). გამოიყენება საკვებად როგორც ნედლი, ისე შებოლილი სახით. მისი ღვიძლისაგან მზადდება სამედ. პრეპარატები, ტყავს იყენებენ მსუბუქ მრეწველობაში.
ნ. ნინუა