კაშია ვალტერ გიორგის ძე

კაშია ვალტერ გიორგის ძე (1. IX. 1948, სოფ. გორა, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 9. VIII. 2015, თბილისი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). 1971 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1973-იდან მუ­შაობ­და სო­ხუ­მის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, 2000–05 იყო ამავე ინ-ტის დირექტორი; იქვე ხელმძღვა­ნე­ლობ­და არატრადიციული ენერგეტიკის განყ-ბას. 1985-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას სო­ხუმის უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტზე. 1996 აირჩიეს აფხაზეთის რეგიონული აკადემიის წევრად. 1997-იდან იყო სა­ქართვ. ეკოლ. მეცნიერებათა და საინჟინრო აკა­დემიების წევრი. არის მრავალი გამოგონების ავტორი. დაჯილდოე­ბულია სა­ხელმწ. ჯილდოებით, მ.შ. ღირსების ორდენით (1999).

თხზ.: ელექტროენერგიის თერმოემისიური გენერატორები და მათი უსაფრთხოების სისტემები, თბ., 2012.