კაშიბაძე ვახტანგ ვასილის ძე

კაშიბაძე ვახტანგ ვასილის ძე [14 (27). VII. 1914, ქუთაისი, – 19. II. 1999, თბილისი], სამთო ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1964), სა­ქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1969).

დაამთავრა სა­ქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის სამთო ფაკ-ტი (1937). მუშაობა დაიწყო დონბასში (1937–40). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45). 1943-იდან მუშაობდა სპი-ში შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრაზე, 1959-იდან ხელმძღვა­ნე­ლობ­და ამავე კა­თედ­რას.

კ-ის სამეცნ. კვლევები ეხება მაღაროს აეროდინამიკური წინაღობის მნიშვნელობის თეორიულ და ექსპერ. განსაზღვრას. მან შეისწავლა შახტებისა და მაღაროების აეროდინამიკური ­წინა­ღობის კოეფიციენტის ­დამოკიდებულება ნახშირის სან­გრევების (ლავების) სიმძლავრეზე; შექმნა ორიგინალური ტიპის აეროდი­ნამიკური სასწორი, რ-ის მეშვეობით დაადგინა აეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტები და მათი საანგარიშო ფორმულები სხვა­და­სხვა ტიპის სამაგრებითა და მექანიზებული და ლენტიანი კონვეიერებით აღჭურვილ გვირაბებში; მაღაროში დანერგა პნევმოკონტეინერული ტრანსპორტი (იხ. სტ. პნევმატიკური ტრანსპორტი).

აღსანიშნავია კ-ის მოღვაწეობა ხელოვნების დარგში – ავტორია რამდენიმე მუს. ნაწარმოების (რომანსი, სონეტი, ფანტაზია ფორტეპიანოსათვის).

თხზ.: Исследование аэродинамического сопротивления квершлаго-штрекообразных выработок при новых видах крепления, М., 1951; Исследование аэродинамического сопротивления механизированных горных выработок, М., 1965.