კაშხიანი სერგო ამაიაკის ძე (17. II. 1918, თბილისი, – 29. X. 1993, იქვე), მხატვარი-გრაფიკოსი. საქართველოს დამს. მხატვარი. 1940– 47 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (პედაგოგები – დ. კაკაბაძე, ს. ნადარეიშვილი, ი. შარლემანი). მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში, მ.შ. „ახალგაზრდა მხატვრების საშემოდგომო გამოფენაში" (1954, თბილისი) და სხვ. 1959-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში, იყო გრაფიკის კათედრის თანამშრომელი. კ-ის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პლაკატს, ლინოგრავიურას, ოფორტს, აგრეთვე ქართ. არქიტ. ძეგლების თემას. მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში.