კაჩაეთი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ნიკორწმინდის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1180 მ, ამბროლაურიდან 18 კმ, ტყიბულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 23 კმ. 94 მცხ. (2014).
კ. პირველად მოხსენიებულია ნიკორწმინდის იადგარში (1071–88). გვიანდ. ფეოდალურ ხანაში კ. რაჭის საწულუკიძეოს შემადგენლობაში შედიოდა. სოფელში დგას შუა საუკუნეების გუმბათიანი ტაძარი.
თ. ბერაძე