კაციტაძე ალექსანდრე გურგენის ძე

კაციტაძე ალექსანდრე გურგენის ძე (დ. 16. XII. 1958, თბილისი), დერმატო-ვენეროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1995). 1981 დაამთავრა თსსი, 1984–91 იყო ამავე ინ-ტის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის კა­თე­დრის თანამშრომელი, კათე­დრის პროფესორი (1993–99). 1999-იდან თსსუ-ის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

კ-ის სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა დერმატოლოგია, ვენეროლოგია, დერმატოპათოლოგია, დერმატოკოსმეტოლოგია. ავტორია სა­ქარ­თვე­ლო­ში პირველად გამოცემული ატლასის – „კანისა და ვენერიული დაავადებები" (2014).

კ. არის ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის (1998-იდან), ამერიკის დერმატოლოგიის (1998-იდან), ნიუ-იორკის მეცნ. (2013-იდან) აკადემიების წევრი.